კრიშტიანო რონალდომ მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი 2018 წლამდე გააგრძელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" თავის მეგავარსკვლავ კრიშტიანო რონალდოსთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

ფლორენტინო პერესი და პორტუგალიელი ფეხბურთელი შეთანხმდნენ, რომ რონალდო "რეალში" 2018 წლამდე დარჩება, გადაიხედა მისი კონტრაქტის პირობებიც.

ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა "მარკა" ამტკიცებს, რომ კრიშტიანო რონალდო "რეალში" ამიერიდან წელიწადში 17 მილიონ ევროს მიიღებს.

ეს რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა ესპანური პრესის ცნობით, "მონაკო" რონალდოს კიდევ უფრო მეტს სთავაზობდა - 20 მილიონ ევროს წელიწადში.

რონალდო ესპანურ ფეხბურთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია - ის მომავალ 5 სეზონში 17-17 მილიონს მიიღებს, მაშინ, როცა ლეო მესის ხელფასი "ბარსელონაში" 16
მილიონია (13 ფიქსირებული, 3 ბონუსებით).

ასევე იხილეთ:
"ეკიპი": კრიშტიანო რონალდო მესიზე პოპულარულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული