ხერარდო მარტინო: "სევილიას" შეცვლებმა საქმე გაგვიჭირა [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ "სევილიასთან" 14 სექტემბერს გამართული მატჩის შემდეგ აღიარა, რომ მეტოქის თავკაცის, უნაი ემერის შეცვლებმა მას საქმე გაურთულა.

ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურის მატჩი "ბარსელონას" გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. მასპინძლებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ დროზე გაიტანეს.

ანგარიში დანი ალვეშმა 36-ე წუთზე გახსნა, ლიონელ მესიმ კი 76-ე წუთზე უპირატესობა ორბურთიანი გახადა. სტუმრებმა 80-ე და 90-ე წუთებზე, ივან რაკიტიჩისა და კოკეს გოლებით ანგარიში გაათანბრეს, 94-ეზე კი "ბარსელონას" სამი ქულა ალექსის სანჩესმა მოუტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"პირველ ტაიმში ყველაფერი გავაკეთეთ,
რათა გაგვეტანა და კიდევ ხუთი ბრწყინვალე საგოლე მომენტი შევქმენით.

საქმე "სევილიას" შეცვლებმა გაგვირთულა. შეგვეძლო თამაში ჩაგვეკეტა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ.

მეტოქის მეორე გოლი შედეგი იყო იმისა, რომ კონტროლი მოვადუნეთ. მართალია გავიმარჯვეთ, მაგრამ თამაშის ზოგიერთი ასპექტის გასაუმჯობესებლად სამუშაო გვაქვს.

მთლიანად ვიზიარებ კლუბის სათამაშო ფილოსოფიას და ვაპირებთ გამოვასწოროთ ყველა ის ნაკლოვანება, რომელიც წინა სეზონებიდან გადმოგვყვა",
- თქვა მარტინომ.

"ბარსელონა", რომელმაც ჩემპიონატის ოთხ სასტარტო მატჩში იმარჯვა, მე-5 ტურში სტუმრად "რაიო ვალეკანოს" დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. IV ტურის წინ: გარეთ ბეილის დებიუტი "ელ მადრიგალზე"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული