მოგეხსენებათ, 17 სექტემბერს სტარტს ჩემპიონთა ლიგის მორიგი გათამაშება აიღებს და ამის გამო ამ ტურნირში მონაწილე ესპანურმა გუნდებმა ერთი ზედმეტი დასვენების დღე მიიღეს...
"ბარსელონას" გაუმართლა
"ბარსელონამ", შარშანდელი სეზონის მსგავსად, "სევილიას" ბოლო წამებზე მოუგო.
შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში, "სანჩეს პისხუანზე" ანდალუსიელები "ბარსას" 89-ე წუთისთვის 2:1-ს უგებდნენ, მაგრამ მაინც დამარცხდნენ. ამჯერად, უნაი ემერის გუნდმა წონასწორობა 90-ე წუთზე აღადგინა და დამატებული სამი წუთის განმავლობაში კინაღამ კიდევ გაიტანა - მარკო მარინის დარტყმა ვიქტორ ვალდესის კარს სანტიმეტრებით
საბოლოოდ, სტუმრებმა კატალონიის დედაქალაქიდან ქულაც ვერ წაიღეს, რადგან "ბარსელონას" ჰყავს ლიონელ მესი. არგენტინელმა ბურთი საჯარიმოს გარეთ მიიღო, დრიბლინგით რამდენიმე ფეხბურთელს ჩაუქროლა და კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც ხავი ვარასის მოგერიებული პირდაპირ ალექსის სანჩესს მიუვიდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და საკუთარ კლუბს მე-4 გამარჯვება მოუტანა.
მატჩის შემდეგ "სევილიას" ფეხბურთელები სესარ მუნის ფერნანდესის გარჯით უკმაყოფილონი იყვნენ. სტუმართა აზრით, მესამე გოლის მომენტში მესიმ წესები დაარღვია და ალბერტო მორენოს ეუხეშა. გარდა ამისა, მაშინ, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, მუნის ფერნანდესმა მასპინძელთა კარში წესების სრული დაცვით გატანილი ბურთი არ ჩათვალა.
იხილეთ ვიდეო
"ყველამ დაინახა, რომ დღეს ჩვენ გაგვქურდეს. ძალიან გაბრაზებულები ვართ. მეტს არაფერს ვიტყვი, რადგან იმის გამო, რისი თქმაც მსურს, შესაძლოა დისკვალიფიკაცია მივიღო," - განაცხადა მატჩის შემდეგ "ბარსელონას" ყოფილმა და "სევილიას" ამჟამინდელმა მცველმა ფერნანდო ნავარომ.
ზოგადად, "სევილიას" ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია და მიუხედავად იმისა, რომ "კამპ ნოუზე" ორბურთიანი სხვაობით ჩამორჩა, არ დანებდა და ბოლომდე იბრძოლა.
ანგარიში ბრაზილიური კომბინაციის შემდეგ გაიხსნა - ცვლილებაზე შემოსულმა ადრიანო კორეიამ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთი დანი ალვეშს მიუვიდა და მარჯვენა მცველმა ყოფილ გუნდს თავური დარტყმით გაუტანა.
მეორე ნახევარში უნაი ემერის შეგირდებმა თამაშის გადარჩენა სცადეს და მორიგი კუთხურის შემდეგ კალამ გოლიც გაიტანა, რომელიც მუნის ფერნანდესმა გაუგებარი მიზეზის გამო არ ჩათვალა. შეხვედრის 75-ე წუთზე კი ნეიმარის და მესის კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა - 2:0.
თითქოს აქ ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ "სევილიამ" გაიბრძოლა და ხუთ წუთში რაკიტიჩმა სხვაობა შეამცირა. შეხვედრის ბოლო წუთებზე განვითარებულ მოვლენებზე კი მიმოხილვის დასაწყისშიც ვისაუბრეთ.
"ბარსელონამ" ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და მთავარ კონკურენტ მადრიდის "რეალს" 2 ქულით გაასწრო.
"რეალმა" პირველი ქულები დაკარგა
"ელ მადრიგალზე" გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს და მოგებასთანაც "ვილიარეალი" უფრო ახლოს იყო, ვიდრე მადრიდული გრანდი, რომლის რიგებშიც დებიუტი ჰქონდათ გარეთ ბეილს და ასიერ ილიარამენდის.
"რეალს" ორივე მარცხენა მცველი, მარსელო და ფაბიო კოენტრაო ტრავმირებული ჰყავდა. შედეგად, ძირითადში მოხვდა ახალგაზრდა ნაჩო, რომელიც მასპინძელთა შემტევებმა გააწამეს. იმის გამო, რომ "ვილიარეალი" ძირითადად მისი ფლანგიდან უტევდა, საპირისპირო ფრთაზე დანი კარვახალს შეტევაში ჩართვის მეტი საშუალება ჰქონდა.
ერთ-ერთი ასეთი ჩართვის შემდეგ 21 წლის ფეხბურთელმა კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც ყველას გარეთ ბეილმა აჯობა და პრიმერაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
თავი გამოიჩინა კრიშტიანო რონალდომაც, ვისი დარტყმულიც რამდენიმე რიკოშეტის შემდეგ წაქცეულმა სერხიო ასენხომ ფეხით საკუთარ კარში გაიტანა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გოლი სწორედ პორტუგალიელს ჩაუთვალეს.
მასპინძელთა რიგებში კი აშკარად გამორჩეული ფიგურა იყო კანი. 32 წლის ნახევარმცველმა ჯერ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი ჯოვანი დოს სანტოსის გოლშიც დიდი წვლილი დაიდო - ვეტერანის დარტყმა დიეგო ლოპესმა უხერხულად მოიგერია, დამატებაზე კი ყველას მექსიკელმა აჯობა და ანგარიში გაათანაბრა.
როგორც აღვნიშნეთ, შეხვედრის მოგების უკეთესი შანსი "ყვითელ წყალქვეშა ნავს" ჰქონდა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ყველაზე რეალური მომენტი იმავე კანის შეექმნა, მაგრამ დიეგო ლოპესმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და დედაქალაქელები მარცხისგან იხსნა.
შეხვედრის შემდეგ საკუთარი კიპერი კარლო ანჩელოტიმაც შეაქო და იკერ კასილიასის ძირითადში დაბრუნებაზეც ისაუბრა: "დიეგო ლოპესმა დღეს შესანიშნავად ითამაშა. მიუხედავად ამისა, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში გუნდის კარს იკერი დაიცავს. ზოგადად, უფრო ყურადღებით რომ გვეთამაშა, მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ფრე სამართლიანი შედეგია".
იტალიელი ახალწვეულებითაც კმაყოფილი დარჩა: "ორივემ საკმაოდ კარგად ითამაშა. იმის გამო, რომ ეს მათი პირველი მატჩი იყო, თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ 60 წუთზე მეტს არ ითამაშებდნენ," - განაცხადა ანჩელოტიმ.
შთამბეჭდავი "ატლეტიკო"
მადრიდის "ატლეტიკომ" მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ სეზონში სერიოზული მიზნები აქვს. დიეგო სიმეონეს შეგირდებმა "ალმერიას" უპრობლემოდ მოუგეს და რომ არა შეხვედრის ბოლო წამებზე გაშვებული ბურთი, "როხიბლანკო" ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი იქნებოდა.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო დიეგო კოშტა, რომელმაც გოლი პენალტით კი გაიტანა, მაგრამ ბრაზილიელი მთელი შეხვედრის განმავლობაში შეუჩერებელი იყო და რომ არა უიღბლობა, მინიმუმ დუბლს მაინც შეასრულებდა. თავი გამოიჩინა რაულ გარსიამაც, ვის ანგარიშზეც უკვე სამი გოლია.
აღვნიშნოთ ისიც, რომ თავისი დებიუტანტი "ატლეტიკოსაც" გამოერია - "დანუბიოდან" გადმოსულმა 18 წლის ხოსე ხიმენესმა პრიმერაში პირველი მატჩი ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა ორი გოლი გაუშვა, მაინც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ხიმენესს მართლაც საოცარი კვირა ჰქონდა: რამდენიმე დღის წინ თინეიჯერმა სადებიუტო შეხვედრა ურუგვაის ნაკრებშიც ჩაატარა, როდესაც კოლუმბიასთან მოგებულ შეხვედრაში (2:0) მინდორზე 90 წუთი დაჰყო.
ანდალუსიელთა ზეობა
"მალაგამ" და "ბეტისმა" პირველი გამარჯვებები მოიპოვეს. ბერნდ შუსტერის გუნდმა "რაიო ვალეკანოს" უმასპინძლა და მადრიდელი მეტოქე მიწასთან გაასწორა.
ძალიან კარგად ითამაშა მუნირ ელ ჰამდაიუმ, რომელმაც, გარდა იმისა, რომ ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი საგოლე პასიც გააკეთა. "რაიო ვალეკანომ" კი ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და ამ სამ შეხვედრაში საკუთარ კარში 12 გოლი გაუშვა.
"ბეტისმა" კი "ვალენსიას" მოუგო. მატჩი გმირის სტატუსი ხორხე მოლინამ და სალვა სევილიამ გაინაწილეს. პირველმა გოლს საგოლე პასი დაუმატა, სევილიამ კი დუბლი შეასრულა და სტუმრებს თამაშის გადარჩენის შანსი უკვე 34-ე წუთისთვის მოუსპო.
"ღამურებმა" ჩემპიონატში მესამე მარცხი განიცადეს და ახლა მიროსლავ ჯუკიჩის გუნდი მისთვის სამარცხვინო მე-15 ადგილზეა.
ესპანეთი. ლა ლიგა. IV ტური
ატლეტიკო-ალმერია 4:2
გოლები: 1:0 ვილია (15), 2:0 დიეგო კოშტა (37-პენ), 2:1 როდრი (40), 3:1 ტიაგო (64), 4:1 რაულ გარსია (67), 4:2 ალექს ვიდალი (90)
ატლეტიკო (4-2-2-2): კურტუა - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი, ტიაგო - რაულ გარსია (72. ადრიანი), კოკე (70. ოლივერ ტორესი) - დიეგო კოშტა, ვილია (66. არდა თურანი)
ალმერია (4-3-2-1): ესტებანი - რაფიტა, პელერანო (46. მ. სილვა), ანხელ ტრუხილიო, კ. ფერნანდესი - ტებარი (64. კორონა) ვერსა, სორიანო (68. ელდერ ბარბოსა) - ალექს ვიდალი, სუსო - როდრი
გაფრთხილება: რაულ გარსია, ფილიპე ლუიში - პელერანო, ანხელ ტრუხილიო, ტებარი, სუსო
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 20-7 (8-2); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 42 000
ლევანტე-სოსიედადი 0:0
ლევანტე (4-3-2-1): კ. ნავასი - ვინტრა, ექტორ როდასი, დ. ნავარო, ხუანფრანი - ელ ადუა (46. ბ. დიავარა - 79. ნონგი)), პ. დიოპი, სერჟიუ პინტუ - ჩუმეტრა, პედრო რიოსი - დავიდ ბარალი (46. ივანშიტცი)
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - დანი ესტრადა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ელუსტონდო, სურუტუსა - ჩაბი პრიეტო, გრანერო (89. რუბენ პარდო), გრიზმანი (66. სეფეროვიჩი) - ველა (86. გ. კასტრო)
გაფრთხილება: ვინტრა, ექტორ როდასი, სერჟიუ პინტუ - მ. გონსალესი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 13-13 (5-3); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 14 122
ბარსელონა-სევილია 3:2
გოლები: 1:0 დანი ალვეში (36), 2:0 მესი (75), 2:1 რაკიტიჩი (80), 2:2 კოკე (90), 3:2 ა. სანჩესი (90+4)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა (15. ადრიანო) - ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა (74. ფაბრეგასი) - ტელიო (63. ა. სანჩესი), მესი, ნეიმარი
სევილია (4-4-1-1): ბეტუ - კოკე, კალა, ფ. ნავარო, ა. მორენო - ხაირო სამპერიო (84. რაბელიო), მბია (58. ტროხოვსკი), კრისტოფორო (69. მარინი), ვიტოლო - რაკიტიჩი - გამეირო
გაფრთხილება: ადრიანო - კოკე, კალა, მბია, ვიტოლო, ხაირო სამპერიო
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 19-7 (10-2); ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 76 765
ვილიარეალი-რეალი 2:2
გოლები: 1:0 კანი (21), 1:1 ბეილი (39), 1:2 კრიშტიანო რონალდო (64), 2:2 ჯოვანი დოს სანტოსი (70)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, დორადო, ხაუმე კოსტა - ხ. აკინო, ტრიგეროსი (71. პინა), ბრუნო, კანი - ჯოვანი დოს სანტოსი (75. ე. პერესი), ხ. პერეირა (65. ი. უჩე)
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - დანი კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, ნაჩო - მოდრიჩი, ილიარამენდი (62. ხედირა) - ბეილი (62. დი მარია), ისკო, კრიშტიანო რონალდო - ბენზემა (73. მორატა)
გაფრთხილება: ხ. აკინო, პინა - ნაჩო, სერხიო რამოსი, მორატა
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 6-5; კარში დარტყმა: 19-20 (9-6); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 23 852
გრანადა-ესპანიოლი 0:1
გოლი: 0:1 ლანსაროტი (76)
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, დიახატე (46. მაინსი), მურილიო, ანგულო - რესიო, ფრან რიკო - მ. პერეირა, ბუონანოტე, დანი ბენიტესი (82. იგალო) - რიკი (80. ელ-არაბი)
ესპანიოლი (4-4-1-1): კასილია - ხავი ლოპესი, კოლოტო, რაულ როდრიგესი, ხუან ფუენტესი - სიმაო (80. ალექსი), დავიდ ლოპესი, ვიქტორ სანჩესი, ლანსაროტი - აბრაამი (56. სტუანი) - სერხიო გარსია (59. ტიევი)
გაფრთხილება: დიახატე, ნიომი, იგალო - ლანსაროტი, ხავი ფუენტესი, ხავი ლოპესი
გაძევება: იგალო (82. გრანადა)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 9-7 (1-3); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 13 358
ხეტაფე-ოსასუნა 2:1
გოლები: 0:1 რობერტო ტორესი (11), 1:1 მიკუ (35), 2:1 მიკუ (52)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერო, ლისანდრო ლოპესი, ალექსისი, სერხიო ესკუდერო - მიჩელი, მოსკერა (87. ბორხა) - პედრო ლეონი, ლაფიტა (72. პაბლო სარაბია), დიეგო კასტრო - მიკუ (77. კოლუნგა)
ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - დამია, არიბასი, ლოტიე (78. ლოლო), ოიერი - პუნიალი (69. მანუელი), ფ. სილვა - სეხუდო (46. სისი), რობერტო ტორესი, ე. არმენტეროსი - ორიოლ რიერა
გაფრთხილება: პაბლო სარაბია, სერხიო ესკუდერო - ფ. სილვა, პუნიალი, არიბასი, ორიოლ რიერა
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 12-9 (5-5); ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 8 000
მალაგა-ვალეკანო 5:0
გოლები: 1:0 ელ ჰამდაუი (31), 2:0 პორტილიო (40), 3:0 ელიზეუ (49), 4:0 ელ ჰამდაუი (62), 5:0 ელ ჰამდაუი (67)
მალაგა (4-5-1): კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ანხელერი, ანტუნეში - პ. მორალესი (72. ოლინგა), პორტილიო, ტისონე (79. ი. კამაჩო), სერხი დარდერი, ელიზეუ - ელ ჰამდაუი (81. სამუ)
ვალეკანო (4-4-1-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, გალეანო (46. არბილია), ნაჩო მარტინესი - სება ფერნანდესი (69. მოხიკა), ტრაშორასი, საულ ნიგესი, ვიერა - ა. ბუენო (52. ადრი ემბარბა) - ლარივეი
გაფრთხილება: ელიზეუ, ანტუნეში - გალეანო, არბილია
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 17-12 (9-2); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 22 317
ბეტისი-ვალენსია 3:1
გოლები: 1:0 ხორხე მოლინა (9), 2:0 სალვა სევილია (22), 3:0 სალვა სევილია (34), 3:1 რ. კოშტა (67)
ბეტისი (4-3-2-1): სარა - ჩიკა, პაულაო, ამაია, ნაჩო - ხავი ტორესი, სალვა სევილია (84. იგიებორი), მატილია - ხუანფრანი (73. ლ. რეიესი), ვადილიო (62. სედრიკ მაბვატი) - ხორხე მოლინა
ვალენსია (4-3-2-1): დიეგო ალვეში - ჟოაო პერეირა, მატიო, რ. კოშტა, ხუან ბერნატი - პარეხო (65. ფეგული), ბანეგა, რომეუ - ჟონასი (74. კანალესი), პაბონი - ელდერ პოშტიგა
გაფრთხილება: - პარეხო
კუთხური: 7-13; ჯარიმა: 15-3; თამაშგარე: 3-11; კარში დარტყმა: 21-5 (9-2); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 31 412
16 სექტემბერი
ელჩე-ვალიადოლიდი 22:00
ბილბაო-სელტა 00:00
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 6 - მესი (ბარსელონა); 4 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო), როდრი (ალმერია); 3 - ისკო (რეალი), ჯოვანო დოს სანტოსი (ვილიარეალი), რაულ გარსია (ატლეტიკო), ელდერ პოშტიგა (ვალენსია), ელ ჰამდაუი (მალაგა)
მომდევნო ტური
21 სექტემბერი:
ოსასუნა-ელჩე, სოსიედადი-მალაგა, ალმერია-ლევანტე, რაიო ვალეკანო-ბარსელონა, ვალიადოლიდო-ატლეტიკო
22 სექტემბერი:
ბეტისი-გრანადა, სელტა-ვილიარეალი, რეალი-ხეტაფე, ვალენსია-სევილია
23 სექტემბერი:
ესპანიოლი-ბილბაო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ხერარდო მარტინო: "სევილიას" შეცვლებმა საქმე გაგვიჭირა [VIDEO]
გარეთ ბეილი: ვამაყობ, რომ სადებიუტო მატჩში გავიტანე [VIDEO]