31 წლის გოლკიპერს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და სხვა გუნდში გადასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება. "მონაკომაც", გადაწყვიტა რა ვალდესის მოთაფვლა, მეკარისთვის სუპერწინადადება გაამზადა.
Sport.es-ის ცნობით, ვიქტორ ვალდესს კლუბი 4-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, სადაც წელიწადში 10 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი იქნება გათვალისწინებული. ამას გარდა, კონტრაქტზე ხელმოწერისთანავე მეკარე ბონუსის სახით 20 მლნ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ წინა სეზონში იუარა ვალდესმა "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაგრძელება, რაც სხვა ჩემპიონატში