ესპანეთი. ლა ლიგა. VI ტურის წინ: ბასკები "კამპ ნოუზე"

AutoSharing Option
კატალონიელების და ბასკების დაპირისპირებით დაიხურა მეხუთე ტურიც და ამავე დაპირისპირებით იხსნება მეექვსეც - "ბარსელონა" "სოსიედადს" უმასპინძლებს.

ბოლო წლებში "ანოეტას" ბინადრები "ბარსასთვის" უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდნენ. სან სებასტიანში გამართული ბოლო სამი მატჩიდან "სოსიედადმა" ორი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა, თუმცა ბარსელონაში გამართული მატჩების მხრივ სულ სხვა სურათია: 1996 წლიდან მოყოლებული, გუნდები "კამპ ნოუზე" ერთმანეთს სულ 15-ჯერ შეხვდნენ და მასპინძლებმა 15-ივე მატჩი მოიგეს.

"ბარსელონას" ამ შეხვედრისთვის სერხიო ბუსკეტსი უბრუნდება, რომელმაც წინა თამაში გამოტოვა. სამაგიეროდ, არ იქნება სესკ ფაბრეგასი, ვინც "რაიოსთან" მცირე
დაზიანება მიიღო და ხერარდო მარტინო მას დასვენების საშუალებას მისცემს.

"სოსიედადს" ჩემპიონატში დამაჯერებელი სტარტი არ გამოუვიდა - 6 ქულა 5 ტურში არაა ის შედეგი, რომელზეც ბასკი ქომაგები იოცნებებდნენ.

ქულათა მარაგის შევსება სანსებასტიანელებს ამ ტურშიც ძალიან გაუჭირდებათ.

გააგრძელებს ატლეტიკო წინსვლას?
მეორე ადგილზე მყოფი და ასევე 15 ქულის მქონე "ატლეტიკო" "ოსასუნას" უმასპინძლებს და მორიგი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

პამპლონელებს დედაქალაქელები 2009 წლის შემდეგ არ დაუმარცხებიათ, ბოლო სამი ურთიერთშეხვედრა კი "ატლეტიკოს" გამარჯვებით დასრულდა. მასპინძლებს საკადრო პრობლემა არ აწუხებთ, "ოსასუნას" კი ბევრი მოთამაშე აკლია, რაც გუნდის სატურნირო მდგომარეობაზეც ადეკვატურად აისახება.

დიეგო კოშტა, რაულ გარსია, კოკე და მადრიდელთა სხვა ფეხბურთელები შესანიშნავ ფორმაში არიან და წესით, "როხიბლანკომ" წარმატებული სვლა უნდა გააგრძელოს.

ასევე, 24 სექტემბერს ითამაშებს გამოღვიძებული "მალაგა", რომელმაც ბოლო 3 ტურში 5 ქულა დააგროვა. ბერნდ შუსტერის შეგირდები "ალმერიას" უმასპინძლებენ, რომელსაც ჯერ თამაში არ მოუგია, ვალენსიაში კი 4-მატჩიანი წაუგებელი სერიის მქონე "ლევანტე" "ვალიადოლიდს" დახვდება და სერიის გაგრძელებას ეცდება.

ესპანეთი. ლა ლიგა. VI ტური
24 სექტემბერი
ბარსელონა-სოსიედადი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალბა, აფელაი, კუენკა, პუიოლი - გრანერო, ელუსტონდო, იფრანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +21 =8 -5 (73:28)

ლევანტე-ვალიადოლიდი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პედრო ლოპესი, რუბენ გარსია - ა. რუბიო, მარკ ვალიენტე, დ. ლარსონი, ვიქტორ პერესი
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +2 =1 -3 (7:11)

მალაგა-ალმერია 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ველიგტონი (მალაგა)
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +4 =3 -3 (13:12)

ატლეტიკო-ოსასუნა 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ადრიანი - სეხუდო, ეჩაიდე, დე ლას კუევასი, ფლანიო, ნინო
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +12 =5 -11 (31:28)

ბომბარდირები: 6 - მესი (ბარსელონა); 5 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო), პედრო (ბარსელონა); 4 - რაულ გარსია (ატლეტიკო), როდრი (ალმერია), ისკო (რეალი), კრიშტიანო რონალდო (რეალი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული