ჟოზე მოურინიოს სახელობის საერთაშორისო ტურნირი მადრიდის "ატლეტიკომ" მოიგო

AutoSharing Option
მადრიდში ჩატარდა საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი (14-წლამდელებში), რომელიც მადრიდული კლუბის, "კანილიასის" ორგანიზებულია და რომელიც ჟოზე მოურინიოს სახელობისაა.

ეს ტურნირი მე-13-ედ ჩატარდა, თუმცა ჟოზეს სახელი პირველად მიენიჭა და საერთაშორისო გახდა.

მოურინიოს სახელობის პირველი ტურნირი მადრიდის "ატლეტიკომ" მოიგო.

პორტუგალიელი თავკაცი "კანილიასს" ტურნირის ორგანიზებაში, კლუბების მიწვევაში დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ "კანილიასში" მისი შვილი ჟოზე მარია მოურინიო თამაშობდა, რომელიც ახლა ლონდონის "ფულჰემშია".

ტურნირის მსვლელობისას "განსაკუთრებული" ვიდეოკონფერენციების საშუალებით ერთვებოდა.

ასევე იხილეთ:
"რეალი","ბარსელონა","იუვენტუსი"... ჟოზე მოურინიოს თასზე!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული