შეგახსენებთ, რომ მადრიდული დერბი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 28 სექტემბერს გაიმართება.
"ჩვენთან ძალიან კარგი გუნდი შეიკრა, რომელსაც საკმაოდ კვალიფიცირებული სპეციალისტი წვრთნის. ვიცით, "რეალს" როგორ უნდა მოუგოთ. ეს მატჩი მეტია, ვიდრე სამი ქულა. ეს ნამდვილი ფინალია.
შეგვიძლია თუ არა ფორმის შენარჩუნება სეზონის ბოლომდე? წინ კიდევ ბევრი მატჩია, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის. კარგი კოლექტივი გვყავს, რომელსაც ბევრი რამე შეუძლია", - თქვა კურტუამ.
მიმდინარე სეზონში "ატლეტიკომ"
რაც შეეხება "რეალს", "სამეფო კლუბი" ლიდერებს ორი ქულით ჩამორჩება.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით