ჩავიმ ჩემპიონატში 450-ე, ხოლო რამოსმა მე-300 მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველ სერხიო რამოსისთვის "ატლეტიკოსთან" (0:1) ესპანეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩი ლა ლიგაში რიგით მე-300 იყო.

27 წლის მცველმა 39 შეხვედრა "სევილიის" მაისურით ჩაატარა, ხოლო 261 "რეალის" მაისურით.

ესპანეთის ჩემპიონატში რამოსმა სულ 34 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება "ბარსელონას" ნახევარმცველ ჩავის, მისთვის "ალმერიასთან" შეხვედრა რიგით 450-ე იყო.

აქედან მისი მონაწილეობით "ბარსელონამ" 282-ჯერ მოიგო, ხოლო ჩავიმ 450 მატჩში 54 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ჩავის დებიუტი "ბარსელონას" რიგებში 15 წლის ასაკში შედგა, როცა მისმა გუნდმა 3 ოქტომებრს "ვალენსიას" ანგარიშით 3:1 მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზალინ გთხოვ მითხარი რეიტინგი რეალის მერამდენე ადგილზეა ? გოლებით ვინ იგებს მესი თუ ქრისთანო ? გთხოვ გამოაქყვეყნეთ გვერდზე ისევე როგორც ქართული ნაკრებების რეიტინგები გაქვთ გაკეთებული :*
lika
23:27 29-09-2013
0

სიახლეები პოპულარული