პეპე რეინა: "ბარსელონაში" დაბრუნება კარგი იქნებოდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" გოლკიპერი პეპე რეინა, რომლის სატრანსფერი უფლებები "ლივერპულს" ეკუთვნის, "ბარსელონაში" გადასვლის სურვილს არ მალავს, სადაც ის კარიერას იწყებდა.

"ბარსელონას" მეკარეს, ვიქტორ ვალდესს ზაფხულში კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება. ვალდესმა ადრე განაცხადა, რომ "ბლაუგრანასთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

ამიტომ ესპანელები უკვე ეძებენ ახალ მეკარეს და პეპე რეინა ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

"ბარსელონაში" დაბრუნება კარგი იქნებოდა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი სახელი გაიხსენეს, მაგრამ ამ დროისთვის ჩემი მიზანი "ნაპოლისთან" კარგი სეზონის ჩატარებაა.

ვნახოთ, რა იქნება ზაფხულში. ვფიქრობ, "ბარსელონა" ბევრ მეკარესთან დაიწყებს მოლაპარაკებას და მათგან პრეტენდენტების
სიას გააკეთებს.

დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ვიქტორ ვალდესთან დაკავშირებით",
- თქვა რეინამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული