"ბარსელონა" ვალდესის შემცვლელად 5 კანდიდატს განიხილავს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარემ ვიქტორ ვალდესმა შესაძლოა კლუბი ზაფხულში დატოვოს, ამიტომ "ბლაუგრანა" მის შემცვლელს ეძებს.

კანდიდატების სიაში არიან გლადბახის "ბორუსიის" კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარე ტიბო კურტუა, "ნაპოლის" გოლკიპერი ხოსე რეინა, "სელტიკის" მეკარე ფრეიზერ ფორსტერი და კიკო "ესპანიოლიდან".

ყველაზე დიდი შანსი კი ბელგიელ მეკარეს ტიბო კურტუას აქვს. ის კარგად ფლობს ესპანურ ენას და ლა ლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს, თუმცა მისი მინუსი ფეხით ცუდი თამაშია.

გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ტერ შტეგენია, მაგრამ მას ენობრივი ბარიერის პრობლემა აქვს და უცხო
ლიგაში ადაპტაცია დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ვალდესი "ბარსელონაში" 2002 წლიდან გამოდის. ამ ხნის განმავლობაში მან "ბლაუგრანას" შემადგენლობაში 509 მატჩი ჩაატარა, სადაც 415 გოლი გაუშვა.

მომზადებულია www.sport.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰააააა ჰაააა ეგ როგორ გამორჩათ
0
და გიორგი ლორიაც
gela
01:03 15-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული