ესპანელებმა კარლეს პუიოლის შემცვლელად არაერთი კანდიდატი განიხილეს, მაგრამ ახალი მცველი გასულ ზაფხულს არ დაიმატეს.
Bild-ის ცნობით, "ბარსელონა" "ბორუსიას" მატს ჰუმელსის ტრანსფერზე შეუთანხმდა. ტრანსფერის თანხად კი 35 მილიონი ევრო სახელდება. აღსანიშნავია, რომ ჰუმელსის კონტრაქტი "ბორუსიასთან" 2017 წლამდე გრძელდება.
წყაროს ინფორმაციით, დორტმუნდელებმა უკვე დაიწყეს ჰუმელსის შემცვლელის ძებნა და სკაუტებმა სიაში "ბაზელის" 21 წლის მცველი ფაბიან შერიც კი შეიყვანეს. შვეიცარიელი ფეხბურთელის გადაბირება ლონდონის "არსენალსა" და ტურინის "იუვენტუსსაც" სურთ.