მირჩევნია გაზეთებში წავიკითხო: როსელმა სტადიონზე ბავშვები არ შეუშვა, ვიდრე...

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა კლუბის გადაწყვეტილება ახსნა, რომლის მიხედვით, 7 წელზე უმცროსი ბავშვები "ბარსელონა"-"რეალის" მატჩს ბილეთის გარეშე ვერ დაესწრებიან.

"ბარსელონა" ბილეთში ფულს ბავშვებსაც გადაახდევინებს

"მეც არ მომწონს ეს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების არმიღება, უბრალოდ, არ შეიძლებოდა. მირჩევნია გაზეთებში წავიკითხო: "როსელმა სტადიონზე ბავშვები არ შეუშვა", ვიდრე "როსელი ბავშვების სიკვდილშია დამნაშავე".

ექსპერტებმა უსაფრთხოების საკითხებში გაგვაფრთხილეს, რომ "რეალთან" შეხვედრაში 10 ათასი ბავშვის ნაცვლად შესაძლოა 40 ათასი მოვიდეს.

ამიტომ დასწრება შესაძლოა 140 ათასამდე გაიზარდოს, რამაც შეიძლება ზედა იარუსზე საფრთხე შექმნას",
- თქვა "ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო
როსელმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა"-"რეალის" შეხვედრა 26 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია Catalunya Ràdio-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული