"ვცდილობთ, გუნდის თამაში უკეთესობისკენ შევცვალოთ; ვცდილობთ, ბურთის ფლობის პროცენტი გავზარდოთ, თუმცა სწრაფად არაფერი ხერხდება.
ჩვენი ამოცანა უფრო ძნელი ხდება, რადგან "ატლეტიკო" და "ბარსელონა" ქულებს არ კარგავენ. მაგრამ უკეთ ავთამაშდებით, რადგან ამაზე ცუდად ვეღარ ვითამაშებთ.
"ელჩესთან" და "ლევანტესთან" ცუდად ვითამაშეთ. დარწმუნებული ვარ, რომ "მალაგა", ტურინის "იუვენტუსი" და "ბარსელონა" სხვა, განსხვავებულ "რეალს" შეხვდებიან", - თქვა ანჩელოტიმ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით