"ბარსელონა" ანდრეს ინიესტასთან კონტრაქტი მაქსიმალური ვადით გაახანგრძლივებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ხოსე მარია ბარტომეუმ დაადასტურა, რომ კლუბი ნახევარმცველ ანდრეს ინიესტასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

ინიესტას კატალონიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ივნისში ეწურება.

"ინიესტა ევროპაში საუკეთესოა და შესაბამისად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

ჩვენ მასთან კონტრაქტს მაქსიმალურად შესაძლებელი ვადით - ხუთი წლით გავახანგრძლივებთ",
- აქვეყნებს ბარტომეუს ნათქვამს Marca.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული