ნეიმარი: პეპეს პროვოკაციებს არ ავყვები

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ნეიმარმა მადრიდის "რეალთან" ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩამდე განაცხადა, რომ პეპეს მისი პროვოცირების საშუალებას არ მისცემს.

21 წლის თავდამსხმელმა ასევე დაამატა, რომ პორტუგალიასთან ამხანაგური მატჩის წინ ბრაზილიელთა სამწვრთნელო შტაბმა მას კონკრეტული დარიგებები მისცა, თუ როგორ უნდა ეთამაშოს "სამეფო კლუბის" ფეხბურთელებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიამ იმ შეხვედრაში პორტუგალია ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

"ნაკრების ხელმძღვანელობამ მე და ტიაგო სილვას ვიდეო გამოგვიგზავნა, სადაც იყო ინსტრუქცია, როგორ არ ავყვეთ პეპეს პროვოკაციებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცნობა ჩემს თანაგუნდელებსაც გამოადგებათ "ელ კლასიკოში",
- თქვა ნეიმარმა.

მომზადებულია Globo TV-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
ნეიმარი: მარსელოს ვუთხარი, რომ "ელ კლასიკოში" "ბარსელონა" მოიგებს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს "მყვინთავი" რომ ჭკუის დარიგებას დაგიწყებს...
იდი ნახლბდლრმსნ!
გიორგი2
13:35 25-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული