მადრიდის "რეალი" "ელ კლასიკოს" წინ რაგბის ბურთით ვარჯიშობს [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალს" 26 ოქტომბერს დიდი ბრძოლა აქვს - "ბარსელონასთან" "ელ კლასიკო" აქვს ჩასატარებელი და, რა თქმა უნდა, საგანგებოდაც ემზადება.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რა ჩაიფიქრა კარლო ანჩელოტიმ კატალონიელებთან გასამკლავებლად და ვარჯიშებზე რა მითითებებს აძლევს თავის შეგირდებს.

სამაგიეროდ, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ახლახან ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, სადაც "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები: გარეთ ბეილი, ქარიმ ბენზემა, ლუკა მოდრიჩი და ჰესე სქვოშისა და რაგბის ბურთებით ვარჯიშობენ.

ვიდეო, რომელიც სპეციალურად Bwin-ისთვის მომზადდა, თუნდაც მადრიდელი ფეხბურთელების ოსტატობის ნახვისთვის ღირს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
რომელი არხი აჩვენებს ელკლასიკოს?
irakli
11:41 26-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული