ნამდვილად ვერ გეტყვით, რა ჩაიფიქრა კარლო ანჩელოტიმ კატალონიელებთან გასამკლავებლად და ვარჯიშებზე რა მითითებებს აძლევს თავის შეგირდებს.
სამაგიეროდ, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ახლახან ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, სადაც "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები: გარეთ ბეილი, ქარიმ ბენზემა, ლუკა მოდრიჩი და ჰესე სქვოშისა და რაგბის ბურთებით ვარჯიშობენ.
ვიდეო, რომელიც სპეციალურად Bwin-ისთვის მომზადდა, თუნდაც მადრიდელი ფეხბურთელების ოსტატობის ნახვისთვის ღირს.