ესპანეთი. ლა ლიგა. X ტურის წინ: ნეიმარის და ბეილის პირველი კლასიკო

AutoSharing Option
ფეხბურთის გულშემატკივართა ყურადღება კატალონიის დედაქალაქისკენ იქნება მიპყრობილი - "კამპ ნოუზე" "ელ კლასიკო" გაიმართება. "ბარსელონა" და "რეალი" ლა ლიგის მასშტაბით ერთმანეთს 167-ედ დაუპირისპირდებიან...

მესი და ბეილი ძირითადში
ლიონელ მესიმ ტრავმა საბოლოოდ მოირჩინა და წინა ტურში ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ, შუა კვირაში "მილანთან" ძირითადში ითამაშა. არგენტინელმა "სან სიროზე" გოლიც გაიტანა და "კლასიკოს" წინ კარგი განწყობა შეიქმნა.

მოსალოდნელია, რომ "პულგა" ამჯერადაც სასტარტოში იქნება და საერთოდ, სპეციალისტების აზრით, ხერარდო მარტინო მოედანზე ზუსტად იმავე 11 ფეხბურთელს გამოიყვანს, ვინც "მილანთან" ითამაშა.

საეჭვოა პიკეს თამაში, რომლის ბედიც მატჩის
წინ გადაწყდება. სხვათა შორის, "მარკამ" გამოკითხვა ჩაატარა და გულშემატკივართა აზრით, "ტატამ" დაცვის ცენტრში არა პიკე-მასკერანოს დუეტი, არამედ კარლეს პუიოლის და მარკ ბარტრას ტანდემი უნდა გაამწესოს.

აქვე გეტყვით, რომ ჯონათან დოს სანტოსი დაახლოებით 6 თვეს გამოტოვებს. ახალგაზრდა მექსიკელმა ვარჯიშზე უმძიმესი ტრავმა მიიღო - ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და 5 ნოემბერს ოპერაციას გაიკეთებს.

"სამეფო კლუბს" მხოლოდ ჩაბი ალონსო აკლია, რომელმაც ვარჯიში კი განაახლა, მაგრამ ბასკი სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. სამაგიეროდ, ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება გარეთ ბეილი, ვინც "იუვენტუსთან" ცვლილებაზე გამოვიდა.

უელსელის მზადყოფნაზე და მის პოზიციაზე კომენტარი კარლო ანჩელოტიმაც გააკეთა:

"გარეთს თამაში მარჯვენა ფლანგზე ურჩევნია და როდესაც ის მოედანზეა, ყოველთვის კარგად ირჯება. ჩემი აზრით, ის უკვე მზადაა იმისთვის, რომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს".

მესი VS რონალდო
მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდში უამრავი ვარსკვლავი ირიცხება, რა თქმა უნდა, მთავარი მაინც ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს დაპირისპირებაა. ამ სეზონში ორივე შესანიშნავად თამაშობს.

პორტუგალიელმა "იუვენტუსთან" დუბლი შეასრულა და სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში მის ანგარიშზე უკვე 15 გოლია, ჩემპიონთა ლიგის სამ მატჩში კი რონალდომ 7 გოლი გაიტანა. საშუალოდ ერთ შეხვედრაში მის ანგარიშზე 1,25 ბურთია.

მესიმ 11 შეხვედრაში თავის გამოჩენა 12-ჯერ შეძლო (1,09 საშუალოდ ერთ შეხვედრაში). ტრავმის გამო არგენტინელმა მინდროზე სულ 822 წუთი გაატარა, რონალდომ კი 1 032. მიუხედავად ამისა, "პულგა" პორტუგალიელს მხოლოდ 3 ბურთით ჩამორჩება, ლა ლიგაში კი ორივე ფეხბურთელის ანგარიშზე 8 გოლია.

ლეგენდების აზრი
"კლასიკოს" წინ საკუთარი მოსაზრება ორივე გუნდის რამდენიმე ყოფილმა ფეხბურთელმა გამოთქვა. "ბარსელონას" ლეგენდა და მიუნხენის "ბაიერნის" დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა იმედოვნებს, რომ გამარჯვებას "მისი გუნდი" მოიპოვებს:

"იმედი მაქვს, რომ გამარჯვება "ბარსელონას" დარჩება. ეს ჩემი მშობლიური გუნდია, რომელსაც მუდამ ვუგულშემატკივრებ. ორივე კლუბს ძალიან რთული მატჩი ელის".

ჟურნალისტებთან ისაუბრა "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა პრედრაგ მიატოვიჩმაც:

"მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე საინტერესო მატჩი სწორედ "კლასიკოა". "ბარსელონას" და "რეალის" დაპირისპირებას ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი ელის. ჩემი აზრით, შაბათს გასამართ შეხვედრას გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს. ორივე გუნდი იდეალურად არის დაკომპლექტებული და ამ მნიშვნელოვან შეხვედრას ორივე კარგ ფორმაში მყოფი ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ შანსები თანაბარია, დარწმუნებული ვარ, რომ ფრეზე არავინ იფიქრებს და "ბარსაც" და "რეალიც" მხოლოდ მოგებაზე ითამაშებენ".

ურთიერთშეხვედრები
რაც შეეხება ყველა ტურნირზე ჩატარებულ მატჩებს: ჩემპიონატის, თასის, სუპერთასის, ჩემპიონთა ლიგის (თასის) და უკვე არ არსებული, ესპანეთის ლიგის თასის ეგიდით სულ 224 "ელ კლასიკო" გაიმართა. უპირატესობა "რეალის" მხარეს არის - 90 მოგება, 86-ის წინააღმდეგ, 48 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა (ბურთების სხვაობა: 378-361).

ისტორიაში პირველი დაპირისპირება 1902 წლის 13 მაისს გაიმართა. მადრიდში გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - 3:1. "ბარსელონას" მხრიდან ერთი გოლი გუნდის დამაარსებელმა და მომავალმა ლეგანდარულმა პრეზიდენტმა, ჟოან გამპერმა გაიტანა, "რეალიდან" კი თავი არტურ ჯონსონმა, "სამეფო კლუბის" პირველმა მწვრთნელმა (1910-20 წლებში), გამოიჩინა.

საინტერესო ფაქტები
* "ბარსელონას" "რეალთან" უკვე 5 მატჩია არ მოუგია

* შარშან, "ნოუ კამპზე" გამართული მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" კი "რეალმა" 2:1 მოიგო.

* წინა სეზონში გუნდები ერთმანეთს ესპანეთის თასზეც შეხვდნენ. უპირატესობა ასევე მადრიდელებს ჰქონდათ: 1:1 მადრიდში და 3:1 ბარსელონაში.

* უკანასკნელად კატალონიელებმა "სამეფო კლუბს" 2012 წლის სუპერთასზე, 3:2 მოუგეს.

* ჩემპიონატში ბოლო გამარჯვება "ბარსამ" 2011 წლის 11 დეკემბერს, მადრიდში (3:1) მოიპოვა.

* ყველაზე დიდი ანგარიში: "რეალი"-"ბარსელონა" 11:1 - 1943 წლის 13 ივნისი, "რეალი"-"ბარსელონა" 8:2 - 1935 წლის 3 თებერვალი

* ყველაზე მეტი მოგება ზედიზედ: 6 - "რეალი" (1962 წლის 22 თებერვალი - 1965 წლის 28 თებერვალი)

სხვა მატჩები
ამ ტურში კიდევ რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართება. თუ "ბარსელონა" ქულებს დაკარგავს, ჩემპიონატში ერთპიროვნულად გალიდერების მეორე შანსი (პირველად წინა ტურში) მადრიდის "ატლეტიკოს" მიეცემა, რომელიც კვირას "ბეტისს" უმასპინძლებს.

"როხიბლანკო" წინა ტურში კი დამარცხდა, მაგრამ მადრიდელებმა ხასიათი ჩემპიონთა ლიგაზე გამოიკეთეს, სადაც ვენის "აუსტრიას" სტუმრად 3:0 მოუგეს. მორიგი გოლები გაიტანა დიეგო კოშტამ, რომელიც 10 ბურთით ლა ლიგის ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერია.

შუა კვირაში იმარჯვა "ბეტისმაც" ("გიმარაეშთან", 1:0), რომელსაც კვლავ არ ეყოლება რუბენ კასტრო.

საინტერესო მატჩი გაიმართება "ელ მადრიგალზე" - ვალენსიურ დერბიში ერთმანეთს "ვილიარეალი" და "ვალენსია" შეხვდებიან. ორივე კლუბმა წინა ტურში ბასკ მეტოქესთან ("ვილიარეალმა" "ბილბაოსთან", "ვალენსიამ" კი "სოსიედადთან") წააგო.

"ღამურებმა" ევროპა ლიგაზე შვეიცარული "სენტ გალენი" გაანადგურეს (5:1) და დერბის წინ ხასიათი გამოიკეთეს. შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს ახალგაზრდებმა: პაკო ალკასერმა ანგარიში გახსნა, ფედერიკო კარტაბიამ კი დუბლი შეასრულა. არაა გამორიცხული, ორივე მოთამაშე კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყოს.

"ელ კლასიკოს" საუკეთესო ბომბარდირები (ყველა ტურნირზე):
1-2. ალფრედო დი სტეფანო (რეალი) - 18 გოლი
ლიონელ მესი (ბარსელონა) - 18 გოლი

3. რაული (რეალი) - 15 გოლი

4-6. სესარ როდრიგესი (ბარსელონა) - 14 გოლი
ფრანსისკო ხენტო (რეალი) - 14 გოლი
ფერენც პუშკაში (რეალი) - 14 გოლი

7-8. კრიშტიანო რონალდო (რეალი) - 12 გოლი
სანტილიანა (რეალი) - 12 გოლი

"ელ კლასიკოს" საუკეთესო ბომბარდირები (ლა ლიგაში):
1. ალფრედო დი სტეფანო (რეალი) - 14 გოლი

2. სესარ როდრიგესი (ბარსელონა) - 12 გოლი

3-4. ლიონელ მესი (ბარსელონა) - 11 გოლი
რაული (რეალი) - 11 გოლი

5. ფრანსისკო ხენტო (რეალი) - 10 გოლი
...
15. კრიშტიანო რონალდო (რეალი) - 4 გოლი

ყველაზე მეტი მატჩი
1. მანუელ სანჩისი (რეალი) - 43 თამაში
2. ფრანსისკო ხენტო (რეალი) - 42 თამაში
3-5. ჩავი (ბარსელონა) - 37 თამაში
ფერნანდო იერო (რეალი) - 37 თამაში
რაული (რეალი) - 37 თამაში
6. იკერ კასილიასი (რეალი) - 34 თამაში
7. კარლეს პუიოლი (ბარსელონა) - 32 თამაში

ტიტულები
რეალი ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა (თასი)
9-4
უეფას თასი (ბაზ. თასი)
2-3
თასების თასი
0-4
ევროპის სუპერთასი
1-4
საკონტ. თასი (საკლუბო მუნდ.)
3-2
ესპანეთის ჩემპიონი
32-22
ესპანეთის თასი
18-26
ესპანეთის სუპერთასი
9-11

ესპანეთი. ლა ლიგა. X ტური
25 ოქტომბერი
ვალეკანო-ვალიადოლიდი 0:3

26 ოქტომბერი
ბარსელონა. "კამპ ნოუ".20:00
ბარსელონა-რეალი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალბა, აფელაი, კუენკა, ჯონათან დოს სანტოსი - ჩაბი ალონსო
ურთიერთშეხვედრები
სულ 166 თამაში: +64 =32 -70 (259:270)
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 (17-4) +4 =1 -1 (13-7)
სავარაუდო შემადგენლობები:
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ა. სანჩესი, მესი, ნეიმარი
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ილიარამენდი, მოდრიჩი - ბეილი, ისკო, კრიშტიანო რონალდო - ბენზემა

მალაგა-სელტა 18:00
დისკვალიფიკაცია: სერხიო სანჩესი - რაფაელ ალკანტარა
ტრავმა: კასადო - ა. ფერნანდესი, ბელვისი, სამუელ ლორკა, მარიო ბერმეხო
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +6 =6 -5 (21:22)
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 (9-5) +0 =1 -5 (3-9)

ელჩე-გრანადა 22:00
დისკვალიფიკაცია: სისმა - დიახატე
ტრავმა: ა. ხიმენესი, ს. პელეგრინი - დანი ბენიტესი
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +0 =4 -0 (4:4)
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 (7-6) +1 =2 -3 (3-7)

ლევანტე-ესპანიოლი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პალიარდო (ლევანტე)
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +4 =3 -5 (15:16)
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 (7-6) +3 =0 -3 (7-8)

27 ოქტომბერი
სევილია-ოსასუნა 15:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარინი, ფასიო, ჩერიშევი, მბია, სისინიო - ე. არმენტეროსი, ლოე, ნინო
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +13 =9 -12 (35:30)
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 (12-10) +2 =1 -3 (5-6)

ვილიარეალი-ვალენსია 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გაბრიელ პაულისტა, იოკიჩი, ფარინოსი - დიეგო ალვეში
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +11 =8 -13 (41:45)
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 (7-6) +3 =1 -2 (8-7)

სოსიედადი-ალმერია 22:00
დისკვალიფიკაცია: პელიერანო (ალმერია)
ტრავმა: ელუსტონდო, ესტრადა, გრანერო, იფრანი - .
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1 =1 -2 (7:7)
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 (5-9) +0 =1 -5 (5-13)

ატლეტიკო-ბეტისი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არანსუბია, ლეო ბაპტიშტაო, მირანდა - რუბენ კასტრო, სერხიო როდრიგესი, ედერ ვილარჩაო
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +12 =11 -11 (42:40)
ბოლო 6 მატჩი
+5 =0 -1 (11-5) +1 =2 -3 (4-7)

28 ოქტომბერი
ხეტაფე-ბილბაო 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალექსისი - იბაი გომესი, კიკე სოლა
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +7 =7 -4 (19:16)
ბოლო 6 მატჩი
+5 =0 -1 (12-6) +2 =1 -3 (8-10)

ბომბარდირები: 10 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 8 - მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 5 - როდრი (ალმერია), პედრო (ბარსელონა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რომელი არხი აჩვენებს ელკლასიკოს?
irakli
14:41 26-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული