გოლი+პასი: ნეიმარმა კლასიკო პირველივე ცდაზე დაიპყრო [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-10 ტურში სეზონის პირველი "ელ კლასიკო" შედგა - "კამპ ნოუზე" "ბარსელონამ" 2:1 დაამარცხა "რეალი" და ლიდერობა განიმტიკა - 30 შესაძლებელიდან 28 ქულით პირველ ადგილზეა და "სამეფო კლუბს" უკვე 6 ქულით უსწრებს.

ამ კლასიკოზე პირველად თამაშობდნენ ნეიმარი და გარეთ ბეილი.

პირველმა გაამართლა და მე-18 წუთზე ანდრეას ინიესტას პასით (და მცირე რიკოშეტით) ანგარიშიც გახსნა. აი, უელსელი ბეილი ვერაფრით გამოირჩა და 61-ე წუთზე ის შეცვალეს კიდევაც.

78-ე წუთზე ნეიმარმა ასისტენტობა იტვირთა, მისი პასით ალექსის სანჩესმა თავზე გადაუგდო ბურთი დიეგო ლოპესს.

ბოლო
წუთზე "რეალმა" ერთი გაქვითა, კრიშტიანო რონალდომ მარცხენა ფრთაზე გაასწრო მცველებს და ხესეს გადააწოდა - 2:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ "რეალის" ფეხბურთელები ორჯერ ითხოვდნენ პენალტის დანიშვნას. პირველი ტაიმის მიწურულს ხელით თამაშისთვის და მეორე ტაიმში რონალდოსთან უხეშობისთვის.

ერთხელ კი ქარიმ ბენზემამ ბურთი ხარიხას გაარტყა (0:1-ზე).

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა გაათანაბრა,ორ წინადადებას წერთ(არადა მსოფლიო სპორტულ სამყაროში ელ კლასიკო ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა და ცოტა უკეთესი მიმოხილვაც ეკუთვნის)და იმასაც გაგონილი ჭორების საფუძველზე?
აბა თუ უყურე ვინ გაიტანა პირველი გოლი,ვინ დაწინაურდა,ვინ გაათანაბრა არ უნდა იცოდე?
გია
13:38 27-10-2013
0
ვაღიაროთ ბარსელონამ მოუგო რელას. რაც შეეხება პენალტს, აქ ბევრი კამათი შეიძლება, თუმცა ამისათანა საკამათო ეპიზოდი ბარსელონასაც აქვს (ფაბრეგასზე იყო დარღვევა). აღსანიშნავია რომ მსაჯმა რამოსი და პეპეც დაინდო გაგდებისაგან... ვალდესმა ბოლოს მაინც გააფუჭა თავისი თამაში და რონალდომ დირკა მიირთვა...
fani
09:50 27-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული