The Sunday Times: გარეთ ბეილი შეიძლება ინგლისში დაბრუნდეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა გარეთ ბეილმა შეიძლება დატოვოს "სამეფო კლუბის" რიგები და ინგლისის პრემიერლიგას დაუბრუნდეს.

გამოცემა The Sunday Times-ი წერს, რომ ბეილის შეძენის შესაძლებლობას "მანჩესტერ იუნაიტედი" განიხილავს და შესაბამისად, გამორიცხული არაა, უელსელი "წითელ ეშმაკებში" მომავალ ზაფხულს აღმოჩნდეს.

ეს ხმები უსაფუძვლო სულაც არაა. ბოლო დროს "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი სწორედ ბეილის ძვირად ღირებული ტრანსფერის განხორციელების გამო მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა. შეგახსენებთ, გარეთი მადრიდელებს 100 მილიონი ევრო დაუჯდათ, ფეხბურთელი კი ჯერჯერობით გაცემულ ავანსს ვერ ამართლებს.

გამოცემა Marca-მ და პორტალმა Sport.es-მა 26 ოქტომბერს გამართული
"ელ კლასიკოს" შემდეგ მოედანზე გარეთ ბეილისა და ნეიმარის მიერ გაწეული სამუშაო შეადარეს.

"ბრაზილიელი ბრწყინავდა მაშინ, როცა ბეილი მოედანზე არცკი ჩანდა", - წერდა Marca.

"ნეიმარისა და ბეილის გამოსვლა კლასიკოში ისე განსხვავდებოდა, როგორც ცა და დედამიწა", - აღნიშნავს Sport.es-ი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შექმნილი ვითარება უკვე ახლო მომავალში ხელს შეუწყობს ვინგერის შეძენის მისიას. სავარაუდოდ, "წითელი ეშმაკები" ბეილის საკითხს 2014 წლიდან მიუბრუნდებიან.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. X ტური: "ელ კლასიკო" სხვა მოქმედი გმირებით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული