"რეალმა" მადრიდის დერბი 5-გოლიან თრილერში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-12 ტურში მადრიდული დერბი გაიმართა - "რაიო ვალეკანომ" "რეალს" უმასპინძლა.

ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გაიხსნა, როცა ლუკა მოდრიჩის პასი კრიშტიანო რონალდომ მიიღო, მან ინდივიდუალურად გაიბრწყინა და რუბენ მარტინესს გოლი გაუტანა.

31-ე წუთზე გარეთ ბეილის პასით ქარიმ ბენზემამ გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 49-ე წუთზე "რეალმა" ანგარიში 3:0 გახადა - ბეილის პასით რონალდომ დუბლი შეასრულა. უელსელს თავადაც შეეძლო გატანა, თუმცა პასის გაკეთება არჩია.

თითქოს ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ ორწუთიან მონაკვეთში მსაჯმა "რეალის" კარში ორი პენალტი გაიტანა, ჯერ პეპემ იუხეშა, მერე მარსელომ.
ორივე შემთხვევაში პენალტი გოლად ხონათან ვიერამ აქცია.

სხვათა შორის, იმავე ვიერას ქულის გადარჩენაც შეეძლო, მაგრამ 93-ე წუთზე თავური ოდნავ ააცილა დიეგო ლოპესის კარს - 2:3 "რეალმა" მორიგი გამარჯვება იზეიმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული