მაგრამ როცა მამიკო ფეხბურთში არათუ კარგად, საერთოდ ვერ ერკვევა, ყველაფერია მოსალოდნელი.
ახლახან ინტერნეტში სამოყვარული ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი ბიჭუნა დაბადების დღეზე მირთმეულ, საგანგებოდ შეფუთულ საჩუქარს გატაცებით ხსნის - იქ საყვარელი გუნდის ფორმა ეგულება.
იუბილარი გაწბილებული დარჩება, როდესაც საჩუქარში "ბარსელონას" ფორმას აღმოაჩენს...
ბიჭუნა ფორმას მოისვრის, მამა კი შეცდომის გამოსწორების პირობას დებს.