ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ხერადრო მარტინოს გუნდმა შინ "ესპანიოლი" მიიღო. კატალონიურ დერბიში მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი ალექსის სანჩესმა 68-ე წუთზე გაიტანა. რაც შეეხება მესის, არგენტინელი ამ დღეს ჩვეულად ვერ ბრწყინავდა.
"ესპანიოლის" წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთული გამოდის ხოლმე. თანაც, ფიზიკურად 100 პროცენტით მზად ჯერ კიდევ არ ვარ.
იმედია, რამდენიმე თამაშის შემდეგ საჭირო კონდიციებს მივაღწევ და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული", - თქვა მატჩის შემდეგ არგენტინელმა.