ვისენტე დელ ბოსკემ დიეგო კოშტა გამოიძახა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი დიეგო კოშტა ნაკრებში გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ კოშტას ბრაზილიის ნაკრებში ნათამაშები აქვს, მაგრამ ორივე შეხვედრა ამხანაგური იყო, რის გამოც, 25 წლის ფორვარდს "ფურია როხას" შემადგენლობაში თამაშის უფლება აქვს.

ესპანეთის ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - 16 ნოემბერს ეკვატორულ გვინეას დაუპირისპირდება, 19-ში კი სამხრეთ აფრიკას.

სრული სია ასეთია:

მეკარეები: იკერ კასილიასი (რეალი), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა), პეპე რეინა (ნაპოლი)

მცველები: ალვარო არბელოა (რეალი), რაულ ალბიოლი (ნაპოლი), სერხიო რამოსი (რეალი), ალბერტო
მორენო (სევილია), ხუანფრანი (ლევანტე), ხავი მარტინესი (ბაიერნი), ინიგო მარტინესი (სოსიედადი), ნაჩო მონრეალი (არსენალი)

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), ჩაბი Aლონსო (რეალი), კოკე (ატლეტიკო), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), სანტი კასორლა (არსენალი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), ხესუს ნავასი (მანჩესტერ სიტი), ხუან მატა (ჩელსი)

თავდამსხმელები: ალვარო ნეგრედო (მანჩესტერ სიტი), დიეგო კოშტა (ატლეტიკო), პედრო (ბარსელონა), დავიდ ვილია (ატლეტიკო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული