ლიონელ მესი 2013 წელს ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ "ბეტისთან" მატჩში დაშავებული ლიონელ მესი გუნდს 6-8 კვირით დააკლდება. არგენტინელმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა სევილიაში "ბეტისთან" მოგებულ (4:1) შეხვედრაში.

ლეო 22-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. მართალია, ტესტები კიდევ გაიმართება, თუმცა პირველადი დასკვნა უკვე ცნობილია - 2013 წელს ლიონელ მესის მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.

სხვათა შორის, "ბეტისთან" მატჩში კიდევ ერთმა ბარსელონელმა მიიღო ტრავმა - სესკ ფაბრეგასმა მუხლი დაიშავა და ესპანეთის ნაკრების ამხანაგურ მატჩებს დააკლდა.

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების ორ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს
მკითხველის კომენტარები / 3 /
რეალისტი ვარ მარა ცუდია ამის ტრამვა. ტეხავს
xasana
23:34 11-11-2013
0
აუ არა რა რა დროს მესის ტრანვაა
nika
23:21 11-11-2013
0

სიახლეები პოპულარული