ესპანელთა კარში გოლის გატანისთვის გვინეელმა მცველმა 50 ათასი ევრო მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა მას შემდეგ, რაც ვისენტე დელ ბოსკემ ახალი ხელშეკრულება გააფორმა და გუნდში 2016 წლამდე დარჩა.

"ფურია როხამ" საკმაოდ ძნელ ბრძოლაში დაამარცხა ეკვატორული გვინეის ნაკრები. ესპანელები სანტი კასორლამ ახლო მანძილიდან გატანილი ბურთით დააწინაურა (მე-13 წუთი), მაგრამ 36-ე წუთზე აფრიკელთა მცველმა ჯიმი ბერმუდესმა ანგარიში გაათანაბრა.

ტაიმი მაინც ესპანელებმა მოიგეს, ხუანფრანმა 42-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა აფრიკელთა კარში - 1:2.

აღსანიშნავია, რომ დელ ბოსკემ კარში იკერ კასილიასის ნაცვლად პეპე რეინა დააყენა.

სხვათა შორის, გვინეელთა ფედერაციას
ესპანელთა კარში გოლის ავტორისთვის 50 ათასი ევრო ბონუსად ჰქონდათ დაწესებული, რომელიც 25 წლის ბერმუდესს შეხვდა. ბერმუდესი კოლუმბიელია და თავის კლუბ "ლოხაში" დაახლოებით ამდენს იღებს წელიწადში.

ამ შეხვედრაში ტრავმა მიიღო ახლახან გამოჯანმრთელებულმა ჩაბი ალონსომ. მოკლედ, ყველაზე მეტად ამ დღეებში "რეალი" დაზარალდა - გერმანიის ამხანაგურ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო სამი ხედირამ.

მატჩის შემდეგ დელ ბოსკემ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ეკვატორული გვინეის ნაკრების მიმართ:

"საშინლად ვითამაშეთ. გვინეის ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გამოდგა და მათ არ მოგვცეს ჩვენი ფეხბურთის თამაშის ჩვენება. რაც შეეხება ჩაბი ალონსოს ტრავმას - საშიში არაფერია, მხოლოდ მცირე დაზიანებაა და მალე მომჯობინდება", - განაცხადა მარკიზმა დელ ბოსკემ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ესპანეთის ნაკრები: ვისენტე დელ ბოსკემ მოაწერა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული