ესპანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ უკვე გამართა მოლაპარაკება გერმანელი ფეხბურთელის აგენტთან, ფოლკერ შტრუტთან, - იტყობინება Esport3-ი.
შეგახსენებთ, რომ როისის კონტრაქტის ვადა "ბორუსიასთან" 2017 წელს იწურება, ხოლო 2015 წლიდან ამოქმედდება პუნქტი, რომლის მიხედვით, ფეხბურთელის შეძენა სხვა კლუბს 35 მილიონ ევროდ შეეძლება.
"ბარსელონას" გარდა, როისით დაინტერესებულნი არიან "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "არსენალი".
მიმდინარე ბუნდესლიგის 12 შეხვედრაში როისმა 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.