Goal.com: "რეალი" ლუის სუარესის შეძენას 60 მილიონ ფუნტად აპირებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ლივერპულის" ფორვარდის, ლუის სუარესის შეძენას აპირებს.

წყაროს ინფორმაციით, ესპანურმა კლუბმა 2014 წელს პრიორიტეტულ სატრანსფერო მიზნად სუარესის გადაბირება დაისახა და მის სანაცვლოდ მზადაა, 60 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

ამასთან ერთად, თავად "ლივერპული" ურუგვაელი ფეხბურთელის გაყიდვას გარეთ ბეილის სატრანსფერო ფასზე ნაკლებად არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ბეილის სანაცვლოდ ლონდონის "ტოტენჰემს" 86 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

თავის დროზე მერსისაიდელებმა სუარესის გაყიდვა 40 მილიონ ფუნტად არ მოისურვეს.

ფეხბურთელმა კი განაცხადა, რომ "ლივერპულში" სეზონის ბოლომდე დარჩება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დღევანდელი კვერცხი უნდა ერჩივნოს ლივერპულს , ხვალინდელ ქათამს – "ტოტენჰემთან" სატრანსფერო ჯიბრის მაგალითზე
ირაკლი
10:32 07-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული