სანდრო როსელს ნეიმარის ტრანსფერიდან 40 მილიონის მითვისებას აბრალებენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ამჟამინდელ პრეზიდენტ სანდრო როსელს მისი ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგე ხორდი კასესი ნეიმარის ტრანსფერის განხორციელებაში 40 მილიონი ევროს მითვისებას აბრალებს.

ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იუწყება.

ბრაზილიური "სანტოსის" ყოფილი თავდამსხმელის კატალონიურ კლუბში გადაბირების დეტალები გასაიდუმლოებული იყო. ვარაუდობენ, რომ ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელში ესპანელებმა 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადეს, რაც ფეხბურთის ისტორიაში უძვირფასესი ტრანსფერია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული