მე-16 წუთზე მარკ ბერტრანის ჩაწოდებას თავით ორიოლ რიერა გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა.
39-ე წუთზე რიერამ ისევ თავით გაიტანა, ამჯერად დამატებაზე იყოჩაღა.
44-ე წუთზე "რეალი" კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში ჩავარდა, მოედნის ცენტრში მეტოქისთვის იდაყვის ჩარტყმისთვის სერხიო რამოსი გააძევეს.
თუმცა 10 კაცით დარჩენილმა "რეალმა" ერთ წუთში აქეთ გაიტანა - კრიშტიანო რონალდომ ოთხ მცველს თავბრუ დაახვია და გოლი ისკოს გაატანინა.
79-ე წუთზე გატო სილვა რონალდოს ეუხეშა და მოთამაშეთა რიცხვი მოედანზე გათანაბრდა.
მე-80
კარლო ანჩელოტი (რეალი): "არ მიყვარს მსაჯის გადაწყვეტილებების გაკრიტიკება, მაგრამ რამოსის გაძევება ჩემთვის აუხსნელი დარჩა. იმიტომ რომ პირველი გაფრთხილება მანამდე არ ყოფილა.
რაც პირველი გოლი გაგვიტანეს, თამაშზე კონტროლი დაგვეკარგა. არადა, პირველი 20 წუთი კარგად ვთამაშობდით. საოცარია, "რეალი" 10 კაცით იყო და 0:2-ს აგებდა, ჩვენ ასეთებს ჩვეული არა ვართ. თუმცა შემდეგ გუნდმა შეძლო ძალების მოკრება და წაგებას გადავურჩით".