კარლო ანჩელოტი: რამოსის გაძევება ჩემთვის აუხსნელია [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-16 ტურში მადრიდის "რეალი" სტუმრად "ოსასუნას" დაუზავდა - 2:2.

მე-16 წუთზე მარკ ბერტრანის ჩაწოდებას თავით ორიოლ რიერა გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა.

39-ე წუთზე რიერამ ისევ თავით გაიტანა, ამჯერად დამატებაზე იყოჩაღა.

44-ე წუთზე "რეალი" კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში ჩავარდა, მოედნის ცენტრში მეტოქისთვის იდაყვის ჩარტყმისთვის სერხიო რამოსი გააძევეს.

თუმცა 10 კაცით დარჩენილმა "რეალმა" ერთ წუთში აქეთ გაიტანა - კრიშტიანო რონალდომ ოთხ მცველს თავბრუ დაახვია და გოლი ისკოს გაატანინა.

79-ე წუთზე გატო სილვა რონალდოს ეუხეშა და მოთამაშეთა რიცხვი მოედანზე გათანაბრდა.

მე-80
წუთზე "რეალმა" ქულა იხსნა, ისკოს ჩაწოდებულს თავურით პეპე გამოეხმაურა.

კარლო ანჩელოტი (რეალი): "არ მიყვარს მსაჯის გადაწყვეტილებების გაკრიტიკება, მაგრამ რამოსის გაძევება ჩემთვის აუხსნელი დარჩა. იმიტომ რომ პირველი გაფრთხილება მანამდე არ ყოფილა.

რაც პირველი გოლი გაგვიტანეს, თამაშზე კონტროლი დაგვეკარგა. არადა, პირველი 20 წუთი კარგად ვთამაშობდით. საოცარია, "რეალი" 10 კაცით იყო და 0:2-ს აგებდა, ჩვენ ასეთებს ჩვეული არა ვართ. თუმცა შემდეგ გუნდმა შეძლო ძალების მოკრება და წაგებას გადავურჩით"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული