ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფულის გათეთრების საქმეში უფროსი მესის მონაწილეობა უარყო

AutoSharing Option
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო El Mundo-ს ინფორმაცია, თითქოს ლიონელ მესის მამა, ხორხე, ფულის გათეთრების საქმეში იყო ეჭვმიტანილი.

"სამოქალაქო გვარდიამ და კოლუმბიურმა მთავრობამ ნარკომოვაჭრეების ბანდების წინააღმდეგ ოპერაცია დაასრულა, რომლებიც კონცერტებისა და სპორტული ღონისძიებების მეშვეობით ფულს ათეთრებდნენ, მაგრამ ხორხე მესი ამ საქმიანობაში ჩართული არაა",
- ნათქვამია ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქველმოქმედო მატჩი "მესის მეგობრების" მონაწილეობით ფულის გათეთრების მიზნით გაიმართა, ხოლო ხორხე მესი ვითომ გათეთრებული ფულის 10-20 პროცენტს მიიღებდა.

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული