სენსაციურ ცნობას გამოცემა El Mundo Deportivo აქვეყნებს.
წყაროს ცნობით, მარტინომ დაახლოებულ წრეს უთხრა, რომ კატალონიაში ბედნიერი არაა და სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. მიზეზად კი ჟურნალისტების მხრიდან მუდმივი კრიტიკა და გვარდიოლას "ბარსელონასთან" შედარება დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ 51 წლის სპეციალისტმა "ბარსელონა" 2013 წლის ზაფხულში ჩაიბარა.