ლიონელ მესი: "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი ფეხბურთის გაგებაში არაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ეკონომიკის საკითხებში, ხავიერ ფაუსის სიტყვებს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ არაა მიზანშეწონილი, ფეხბურთელებთან ყოველ 6 თვეში კონტრაქტი გაახანგრძლივო.

"ფაუსი ფეხბურთის გაგებაში არაა. ის ცდილობს, "ბარსელონა" ისე მართოს, თითქოს ეს ბიზნესპროექტი იყოს, მაგრამ ეს ბიზნესზე მეტია.

"ბარსელონა" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და იმსახურებს, რომ მასში მსოფლიოს საუკეთესო მმართველები მუშაობდნენ.

არც მე და არც ერთი ჩემი თანაგუნდელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვითხოვდით და ფაუსმა ეს ძალიან კარგად იცის.

მამას ხშირად ველაპარაკები და ის ჩემი კომპანიისა და ფონდის პრეზიდენტად დარჩება.
მე ვთამაშობ ფეხბურთს, ის მოედნის გარეთა საქმეეს აკეთებს. ასე გაგრძელდება მომავალშიც, თუ თავად მამა არ მოისურვებს წასვლას.

უკმაყოფილო ვარ იმით, თუ რას ლაპარაკობენ მამაჩემისა და ფონდის შესახებ",
- თქვა მესიმ რადიო RAC1-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მესი ამჟამად არგენტინაში იმყოფება, სადაც ტრავმას მკურნალობს. ფეხბურთელი სრულად მწყობრში ორი კვირის შემდეგ ჩადგება, როცა ოპტიმალურ ფორმას მიაღწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული