"ფაუსი ფეხბურთის გაგებაში არაა. ის ცდილობს, "ბარსელონა" ისე მართოს, თითქოს ეს ბიზნესპროექტი იყოს, მაგრამ ეს ბიზნესზე მეტია.
"ბარსელონა" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და იმსახურებს, რომ მასში მსოფლიოს საუკეთესო მმართველები მუშაობდნენ.
არც მე და არც ერთი ჩემი თანაგუნდელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვითხოვდით და ფაუსმა ეს ძალიან კარგად იცის.
მამას ხშირად ველაპარაკები და ის ჩემი კომპანიისა და ფონდის პრეზიდენტად დარჩება.
უკმაყოფილო ვარ იმით, თუ რას ლაპარაკობენ მამაჩემისა და ფონდის შესახებ", - თქვა მესიმ რადიო RAC1-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ მესი ამჟამად არგენტინაში იმყოფება, სადაც ტრავმას მკურნალობს. ფეხბურთელი სრულად მწყობრში ორი კვირის შემდეგ ჩადგება, როცა ოპტიმალურ ფორმას მიაღწევს.