"ვალენსია" შესაძლოა სინგაპურელმა მილიარდერმა 250 მილიონ ევროდ იყიდოს

AutoSharing Option
"ვალენსიას" პრეზიდენტმა ამადეო სალვომ განაცხადა, რომ სინგაპურელმა მილიარდერმა პიტერ ლიმმა კლუბის შესყიდვის თაობაზე წინადადება გააკეთა.

"პიტერ ლიმმა კარგი წინადადებით მოგვმართა. "ვალენსია" 200-250 მილიონ ევროდ უნდა გაიყიდოს.

ახალმა ინვესტორმა კლუბის ყველა დავალიანება ბანკ Bankia-ს წინაშე უნდა დაფაროს, ფეხბურთელების შესაძენად თანხა გამოჰყოს, სტადიონის მშენებლობა ბოლომდე მიიყვანოს და კლუბის მართვის ნებართვა ვალენსიას მცხოვრებებს მისცეს.

ლიმას წინადადება ყველა ამ მოთხოვნას პასუხობს. გარდა ამისა, ის ფეხბურთის ნამდვილი ფანია",
- თქვა სალვომ.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული