"პიტერ ლიმმა კარგი წინადადებით მოგვმართა. "ვალენსია" 200-250 მილიონ ევროდ უნდა გაიყიდოს.
ახალმა ინვესტორმა კლუბის ყველა დავალიანება ბანკ Bankia-ს წინაშე უნდა დაფაროს, ფეხბურთელების შესაძენად თანხა გამოჰყოს, სტადიონის მშენებლობა ბოლომდე მიიყვანოს და კლუბის მართვის ნებართვა ვალენსიას მცხოვრებებს მისცეს.
ლიმას წინადადება ყველა ამ მოთხოვნას პასუხობს. გარდა ამისა, ის ფეხბურთის ნამდვილი ფანია", - თქვა სალვომ.
მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით