ამის შესახებ ინფორმაცია Sky Sports-ის ესპანური ბიუროს ჟურნალისტმა გრეჰამ ჰუნტერმა გაავრცელა.
მისთვის ცნობილი გახდა, რომ კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდება, რაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი დასრულდება.
"რამდენადაც მე ვიცი, მარტინო კლუბს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს, მის ადგილზე კი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სკოლარი მოვა", - თქვა ჰუნტერმა პროგრამა "ჩემპიონთა ლიგის ჟურნალში".
აღსანიშნავია, რომ ჰუნტერი ესპანურ ფეხბურთს 2001 წლიდან აშუქებს. ბოლო დროს მან რამდენიმე წიგნი გამოსცა,