ფანებმა დაიწყეს კამპანია, რათა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლა გადააფიქრებინონ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, ლიონელ მესის სიტყვებმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ამ გუნდის გულშემატკივართა შორის. "ბარსელონას" 29 წლის ვარსკვლავმა კოპა ამერიკის ფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "ალბისელესტეში" კარიერას დაასრულებს.

- მესი ნაკრებს ტოვებს: მივდივარ, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის

შეგახსენებთ, რომ არგენტინა-ჩილეს უგოლო მატჩში გამარჯვება პენალტების სერიაში (4:2) ამ უკანასკნელს დარჩა, არგენტინელთაგან ერთი დარტყმა კი მესიმ გააცუდა.

- კოპა ამერიკა. ფინალი: ჩილე ჩემპიონია, არგენტინა მესიმ დააღალატა [VIDEO]

არგენტინის ნაკრების გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" კამპანია წამოიწყეს, სახელწოდებით NotevayasLeo y NoteVayasLio ("არ წახვიდე", ლეო), რითაც მესის
გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინის ნაკრების დატოვებას, მესისთან ერთად, გუნდის მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი აპირებდა.

- 6 ვარსკვლავი არგენტინის ნაკრების დატოვებას აპირებს
მკითხველის კომენტარები / 5 /
მესი გთხოვ არ წახვიდა არგენტინადან მიყვარხარ და სშენი მჯერა რომ არ წახვალ არგენტინიდან
გიგა
00:29 07-07-2016
0
მსქროლავი ტროლი

სად წაიკითხე რომ მესის ვინმე უშვებს ნაკრებიდან? სიმეონეს გაწვრთნლი გუნდი ფეხბურთს თამაშობს საერთოდ? ღათვალე ერთი ატლეტიკოს რამდენჯერ აქვს მოგებული 1-0. გოლის გატანის შემდეგ მთელი გუნდი დაცვაზეა ორიენტირებული.ეს სანახაობრივ მხარეს უკარგავს ფეხბურთს.არგენტინის და ბრაზილიის ფეხბურთი იმიტომ უყვარს უმესობას,რომ შეტევაზე და ტექნიკაზეა ორიენტირებული.
დავით 67
18:29 27-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული