ხოსეპ გვარდიოლა: "ბარსელონაში" არ ყოფილა გვარდიოლას ეპოქა, იყო მხოლოდ მესის ეპოქა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ "ბარსელონას" თავკაცის თანამდებობაზე გატარებულმა წლებმა მას ბევრი შესძინა. მისი თქმით, ცოტა არ იყოს, მოენატრა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა.

"რა თქმა უნდა, დრომ, რომელიც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გავატარე, ბევრი რამ მასწავლა.

თუმცა, არ იქნებოდა სწორი გვეთქვა, რომ ეს გვარდიოლას ეპოქა იყო. მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს მესის ეპოქა იყო.

რაც შეეხება "ბაიერნს", ბედნიერი ვარ ამ კლუბში საქმიანობით, მაგრამ ცოტა არ იყოს, მომენატრა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა.

ყოველთვის საიამოვნოა იმის ქცერა, თუ როგორ იზრდება
და ყალიბდება გუნდის ლიდერად სარეზერვო შემადგენლობიდან გუშინ გადმოყვანილი ყმაწვილი", - აქვეყნებს გვარიდოლას ნათქვამს sport.es.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარტველი ფეხბურტელები სად არიან. კოფილმა ფეხბურტელებმა გაზარდონ მომავალი .
aba raaa
12:18 03-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული