"ბარსელონა" მზადაა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გადასვლა გამოაცხადოს

AutoSharing Option
მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" 21 წლის მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "ბარსელონასთან" უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები. ამის შესახებ ცნობას sport.es ავრცელებს.

ოთხწლიან შეთანხმებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება, ოფიციალურად კი ტრანსფერის შესახებ მას შემდეგ გაცხადდება, რაც კატალონიური კლუბის ამჟამინდელი კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი თავისი სამომავლო გეგმების შესახებ საბოლოოდ ჩამოყალიბდება.

რაც შეება შტეგენს, "გლადბახის" მეკარემ ბუნდესლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაუშვა, 6 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა. "ბარსელონას" ის სავარაუდოდ ზაფხულში შეუერთდება, გარიგების ფასად კი 8 მილიონი ევრო სახელდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კეთილი იყოს შენი მოსვლა მარკ ანდრე,იმედია სარგებელს მოუტან ბარსას MES QUE UN CLUB
soso
00:09 29-12-2013
0
სასურველია შეასწოროთ 19 გოლი გაუშვა და არა 16
სტატიის ავტორს
23:24 28-12-2013
0

სიახლეები პოპულარული