ოთხწლიან შეთანხმებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება, ოფიციალურად კი ტრანსფერის შესახებ მას შემდეგ გაცხადდება, რაც კატალონიური კლუბის ამჟამინდელი კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი თავისი სამომავლო გეგმების შესახებ საბოლოოდ ჩამოყალიბდება.
რაც შეება შტეგენს, "გლადბახის" მეკარემ ბუნდესლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაუშვა, 6 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა. "ბარსელონას" ის სავარაუდოდ ზაფხულში შეუერთდება, გარიგების ფასად კი 8 მილიონი ევრო სახელდება.