ხერარდო მარტინო: მესის ახლა მკვლელის გამოხედვა აქვს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ლიონელ მესიზე ისაუბრა, რომელიც უკვე გუნდის საერთო ჯგუფთან ვარჯიშობს.

"მესის ახლა მკვლელის გამოხედვა აქვს. ის კარგ ფორმაში დაბრუნდა და სამი წარმატებული ვარჯიში ჩაატარა.

შემიძლია ვთქვა, რომ ბოლომდე კმაყოფილები ვართ ფეხბურთელის მდგომარებით ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ.

არ არსებობს მიზეზი ვივარაუდოთ, რომ ახლანდელზე ცუდად ვითამაშებთ. ყველაფერი ისე ჩანს თითქოს ფეხბურთელები არსადაც არ წასულან",
- თქვა მარტინომ.

აღსანიშნავია, რომ მესი "ელჩესთან" მატჩის განაცხადშია შეყვანილი.

მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული