ვისი მისამართით გაკეთდა ანხელ დი მარიას ჟესტი - ხელი სასქესო ორგანოზე [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა პოლემიკაზე, რომელიც ლა ლიგის მე-18 ტურის მატჩის შემდეგ გაჩაღდა.

6 იანვარს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში მადრიდის "რეალმა" ვიგოს "სელტას" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში ქარიმ ბენზემამ 67-ე წუთზე გახსნა, რასაც კრიშტიანო რონალდომ დუბლი მოაყოლა (83, 90+3).

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სამეფო კლუბის" ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ, რომელიც გარეთ ბეილმა შეცვალა, მოედნის დატოვებისას ხელი თავის სასქესო ორგანოზე მოიკიდა, ბევრმა კი ეს გულშემატკივრების სტვენისადმი ერთგვარ პასუხად მიიჩნია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"დი მარიას ჟესტი არ
დამინახავს. მე ის შევცვალე იმის გამო, რომ თამაშში დასვენებული ფეხბურთელის ჩართვა მსურდა.

თუკი დი მარიას ჟესტი ჩემი მისამართით იყო, ამაში საშინელს ვერაფერს ვხედავ. თუ ეს ასეა, ეს შეცდომაა, მაგრამ შეცდომა ვის არ მოსდის?

თუკი ჟესტი გულშემატკივრების მისამართით იყო, ეს უკვე სხვა სახის შეცდომაა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება"
, - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდომ "სელტასთან" მატჩში თავისი მე-400 გოლი გაიტანა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული