One World Sport-ის ჟურნალისტმა დუნკან კასლზმა შეიტყო, რომ კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რომელსაც საფუძვლად პრაგმატული ბიზნესმოდელი უდევს.
ამ მოდელის თანახმად კი, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა იმ მომენტში შეელევა თავის საუკეთესო ფეხბურთელს, როდესაც ყველაზე დიდი თანხის მიღების პერსპექტივა ექნება. კატალონიელები იმედოვნებენ, რომ მესის ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირი იქნება და ის 200 მლნ ევროს გადააჭარბებს.
გარდა ფინანსური ინტერესებისა, კლუბში ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი თავად
ჭორების თანახმად, გუნდის სათავეში ხოსეპ გვარდიოლას ყოფნის დროს მესიმ ვარჯიშზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც პეპმა პერიოდულად თამაშებში მის შეცვლას მიჰყო ხელი.
მესის მზარდი სტატუსი პრობლემებს მოედნის მიღმაც წარმოშობდა. ცნობილია, რომ კონფლიქტური ვითარება შეიქმნა "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტ ხავიერ ფაუსსა და თავად ფეხბურთელს შორის. არგენტინელმა კლუბს ხელფასის მომატება მოსთხოვა, რათა არ ჩამორჩენოდა კრიშტიანო რონალდოს, რომელსაც "რეალში" სოლიდურ თანხას უხდიან.
"ჩვენ ფეხბურთელის კონტრაქტს ყოველ 6 თვეში არ უნდა ვცვლიდეთ", - უთქვამს მაშინ ფაუსს. ამაზე მესის პასუხი იყო ის, რომ "ბატონ ვიცე-პრეზიდენტს ფეხბურთის არაფერი გაეგება"...
რა და როგორ იქნება, მომავალი გვიჩვენებს. ამ დროისთვის კი არგენტინელი ტრავმის მოშუშების შემდეგ ფორმას აღიდგენს. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ლეომ 11 მატჩში ითამაშა, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.