"მეტოქემ მატჩი ისე დაიწყო, როგორც ვვარაუდობდით - დინამიკურად და პრესინგით, თუმცა კრიშტიანოს გოლის შემდეგ ძალიან გაუჭირდათ.
თამაშზე კონტროლს არ ვკარგავდით და მეორე გოლიც არ დავაყოვნეთ. დაცვის მხრივ, სოლიდურად გამოვიყურებოდით და ამიტომ შევძელით მეორე გოლის გატანა.
მორატას დაზიანება? არ მგონია, რომ ის სერიოზული იყოს.
კოენტრაოს არ გაუმართლა, მაგრამ ის კარგად თამაშობდა. ის კონცენტრირებული იყო და წითელი ბარათის მიღებამდე შეცდომები არ დაუშვია", - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით