ამრიგად, რაფაელ ბენიტესის გუნდი ნახევარფინალში გავიდა, სადაც "რომასთან" მოუწევს შეხვედრა. აღვნიშნოთ ისიც, რომ "ლაციოს" მარცხით დაიკარგა უნიკალური შანსი, რომ 8 დღის განმავლობაში ერთბაშად სამი რომაული დერბი გვეხილა - თასის ნახევარფინალური პაექრობები 5 და 12 თებერვალს გაიმართება, ჩემპიონატის ეგიდით კი რომაელები 9-ში შეასკდებიან ერთმანეთს.
ბენიტესი ძირითად ბირთვს დაეყრდნო, აი, ედუარდო რეიამ კი მნიშვნელოვნად გადაახალისა შემადგენლობა და ბევრ ისეთ მოთამაშეს მისცა
ყველაზე აქტიური ნეაპოლელთა ახალწვეული ჟორჟინიო ფრელო გახლდათ, რომელმაც არაერთხელ გაიყვანა თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე და გატანა თვითონაც შეეძლო. ერთადერთი და გამარჯვების გოლი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა, თუმცა მასში არანაკლები წვლილი ხოსე კალეხონს მიუძღვის - 82-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ესპანელმა შორი მანძილიდან დაარტყა, ბურთი გონსალოს მოხვდა და ნეაპოლელთათვის სასურველი მიმართულებით შეიცვალა ტრაექტორია. დარჩენილ დროში რომაელებმა სცადეს მატჩის გადარჩენა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
რაფაელ ბენიტესი (ნაპოლი): "მთლიანობაში, მძიმე და არცთუ სანახაობრივი მატჩი იყო, მაგრამ თუ ვინმემ დაიმსახურა გამარჯვება, ეს სწორედ "ნაპოლი" გახლდათ. სამ ფრონტზე ვაგრძელებთ ბრძოლას და ვეცდებით, რომ ყველა ტურნირზე წარმატებას მივაღწიოთ. კრიზისი? - იდეალურ ფორმაში არ ვართ, მაგრამ კრიზისზე ლაპარაკი გადამეტებულია".
ნაპოლი-ლაციო 1:0
გოლი: იგუაინი (82).
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ფერნანდესი, რევეიერი, ალბიოლი - ინლერო, ფრელო (90. ჯემაილი) - ჰამშიკი (76. პანდევი), ინსინიე (69. მერტენსი), კალეხონი - იგუაინი.
ლაციო (3-4-3): ბერიშა - ნოვარეტი, დიასი (72. ბიავა), სიანი - კონკო (34. კავანდა), ლედესმა, ონაზი (46. გონსალესი), ლულიჩი - პერეა, კეიტა, ანდერსონი.
1/2-ფინალი
რომა-ნაპოლი, უდინეზე-ფიორენტინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"