ხერარდო მარტინო: "ვალენსია" უნდა გაგვეჭყლიტა, მაგრამ მას წამოდგომის შანსი მივეცით [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის 22-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ვალენსიამ" ნამდვილი სენსაცია მოახდინა - ჩემპიონატის ლიდერი და ჩემპიონი "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" 3:2 დაამარცხა.

ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა ალექსის სანჩესმა საჯარიმოს მარჯვენა კუთხეში ლიონელ მესის პასი მიიღო და მახვილი კუთხიდან მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. ამის მერე გატანა ორივე გუნდს შეეძლო.

44-ე წუთზე დანი პარეხომ და სოფიან ფეგულიმ ერთობლივი ძალებით აართვეს მეტოქეს ბურთი ერთმანეთში გაითამაშეს და პარეხომ ანგარიში გაათანაბრა.

48-ე წუთზე პაბლო პიატიმ, რომელიც ტანდაბალია, საჰაერო დუელი მოუგო მეტოქეს და "ვალენსია" წინ გაიყვანა.

"ბარსამ" მალე
გაათანაბრა, პედროს დარტყმული რიკარდო კოშტას ხელში მოხვდა, ლიონელ მესიმ პენალტი უნაკლოდ შეასრულა.

59-ე წუთზე სოფიან ფეგული რამდენიმე მცველს გაუმკლავდა და საჯარიმოში პაკო ალკასერს ჩაუწოდა - 2:3.

78-ე წუთზე "ბარსა" 10 კაცით დარჩა. ჟორდი ალბა გააძევეს. მიუხედავად ამისა, მესის ბოლოს გათანაბრების ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, მაგრამ ოდნავ ააცილა.

ხერარდო მარტინო (ბარსელონა): "ჩვენ 30-ე წუთისთვის, რატომღაც, გვეგონა, რომ მატჩი სრულდებოდა. მე თამაშამდე ვამბობდი შეცდომებზე, რომლებიც დავუშვით და დავისაჯეთ კიდევაც. პირველი ტაიმის ბოლოს მათმა გოლმა საკუთარი ძალების რწმენა წაგვართვა, მეორე გოლმა კი უიმედებობის შეგრძნება გააჩინა. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვეული პოზიციები, ხელები არ უნდა დავუშვათ. როცა მეტოქის გაჭყლეტვა შეგიძლია, უნდა გაჭყლიტო ის, თორემ წამოდგება. როგორც ეს "ვალენსიამ" გააკეთა".

ხუან ანტონიო პიცი (ვალენსია): "ვალენსიამ" ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. პირველ ტაიმში ნაკლებად აგრესიულები ვიყავით. მეორეში კი მოვუმატეთ. საერთო ჯამში, ნერვული მატჩი იყო, გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. ახლა ამ მოგებით გამოწვეული ემოციური ეფექტი თუ გამოვიყენეთ, დიდებული იქნება".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული