"მარკას" ცნობით, 21 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს.
მოსალოდნელია, რომ ნეიმარი უკვე მიმდინარე კვირას დაიწყებს ბურთთან მუშაობას და მოედანს, სავარაუდოდ, ესპანეთის თასზე "სოსიედადთან" საპასუხო მატჩისთვის დაუბრუნდება.
გამომდინარე აქედან, ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაშიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას, რომელიც 18 თებერვალს გაიმართება.