ბარსელონა-რეალ სოსიედადი 2:0. ხერარდო მარტინო: მე სტადიონზე არ მოვიდოდი [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ბარსელონამ" ანგარიშით 2:0 დაამარცხა "რეალ სოსიედადი".

5 თებერვალს გამართულ შეხვედრაში ანგარიში მასპინძელთა ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა. ბასკებს საქმე მცველმა ინიგო მარტინესმა გაურთულა, რომელიც 45-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს.

მე-60 წუთისთვის კატალონიელებმა უპირატესობა ანგარიშში ორამდე გაზარდეს - სტუმართა ნახევარმცველი გორკა ელუსტონდო და მეკარე ენიუატ ზუბიკარაი ვითარებაში ვერ გაერკვნენ და ბურთი საკუთარ კარში შეაგდეს.

საბოლოოდ 2:0 - ხერარდო მარტინოს შეგირდების გამარჯვებით.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თამაშის შემდეგ უკმაყოფილო დარჩა მარტინო, რომელსაც მატჩის ჩატარების დრო არ მოეწონა. შეხვედრა
ადგილობრივი დროით 22:00 სთ-ზე დაიწყო და სავარაუდოდ, ამის გამო სტადიონზე სულ 38 505 მაყურებელი მივიდა.

"არაფრის გამართლებას ან გამოსწორებას არ ვაპირებ. უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, რომ თავადაც კი არ მოვიდოდი ასეთ დროს სტადიონზე, ხუთშაბათს თუ სამსახურში ვიქნებოდი წასასვლელი.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ამის გამო "კამპ ნოუზე" ბევრი გულშემატკივარი დაგვაკლდა თუ არა"
, - თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა.

საპასუხო მატჩი 13 თებერვალს, სან-სებასტიანში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული